სამხრეთ და ჩრდილოეთი კორეის სამხედრო მოლაპარაკება ჩაიშალა

სეულის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამხედრო მოლაპარაკება, რომელსაც უნდა განემუხტა დაძაბულობა ორ კორეულ სახელმწიფოს შორის, შეწყდა მას მერე, რაც ჩრდილოეთი კორეის სამხედრო ოფიცრებმა შეხვედრა დატოვეს. მოლაპარაკება შეწყდა უფრო მაღალ დონეზე მომავალი მოლაპარაკების დღის წესრიგის გარშემო უთანხმოების გამო.