მეკობრეებმა ხელთ იგდეს კიდევ ერთი სუპერტანკერი

ომანის სანაპიროსთან მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს 270 ათასი ტონა ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი. ტანკერს, რომელიც საბერძნეთის დროშით დაცურავს, სპარსეთის ყურიდან აშშ-ისთვის გადაჰქონდა ნედლი ნავთობი, რომლის ფასი 200 მილიონი დოლარია. „აირინ ეს-ელი“ მეორე ტანკერია, რომელიც ამ კვირაში მეკობრეების ხელში ჩავარდა.