პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტის შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, ლოზუნგით ”ერთი ადამიანი - ერთი ბრალდება, საზოგადოება ადანაშაულებს პრეზიდენტს". კონსერვატიული და ხალხის პარტიების და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტი დაადანაშაულეს სიცრუეში, დიქტატურაში, ბიზნესის მონოპოლიზებაში, დევნილთა გადასახლებასა და არჩევნების გაყალბებაში, და შრომის უფლების დაცვა და ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის შეწყვეტა მოითხოვეს.