ყანდაართან თალიბანი პოლიციას დაესხა თავს

ავღანეთის სამხრეთში, ყანდაართან, თალიბანმა თავდასხმა მოაწყო ადგილობრივი პოლიციის შტაბბინაზე. დაიღუპა სამი პირი, მათ შორის ორი პოლიციელია. 26 ადამიანი დაშავდა. ყანდაარი თალიბანის საყრდენი არეალია ავღანეთში.