რუსეთი და ჩინეთის ეგვიპტეში სტაბილურობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

მუბარაქის გადადგომის შემდეგ შეშფოთებას გამოხატავენ ეგვიპტეში სტაბილურობის გამო რუსეთი და ჩინეთი. ჩინეთის მედია ძალიან მცირე ინფორმაციას ავრცელებდა კაიროში გამოსვლების შესახებ. ერთ-ერთი გაზეთი წერდა, რომ აზრი არა აქვს პოლიტიკურ ცვლილებებს, თუკი ქვეყანა ქაოსში აღმოჩნდა. რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ეგვიპტემ უნდა მოაწყოს კანონიერი არჩევნები და პატივი სცეს რელიგიურ უფლებებს.