ერაყის პარლამენტმა მთავრობის რვა წევრი დაამტკიცა

ერაყის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა თანამდებობაზე რვა მინისტრი, მაგრამ ჯერ არ უყრია კენჭი მნიშვნელოვანი პოსტებისთვის. თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების სავარძლები თავისუფალი დარჩა. პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიკი იყო ამ სამი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ახლა ერაყში უთანხმოებაა, ვინ დაიკავებს ამ თანამდებობებს. ორი შიიტი და ერთი სუნიტი პოლიტიკოსი დღეს ვიცეპრეზიდენტებად დაასახელეს.