ამ დრომდე ეძებენ ჩაძირული თურქული გემის ეკიპაჟის წევრს როლანდ ბერიძეს

ამ დრომდე დაკარგულადაა მიჩნეული საქართველოს მოქალაქე როლანდ ბერიძე, რომელიც სოჭთან, კვირას ჩაძირული თურქული გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრია. როლანდ ბერიძის გარდა, რუსეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამჟამად კიდევ ერთ მეზღვაურს ეძებენ. თურქული ხომალდის ეკიპჟის 12 წევრს შორის 3 საქართველოს მოქალაქეა. 2 მათგანის გადარჩენის ფაქტი თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, ორივე მათგანი სამშობლოში თურქეთის გავლით დაბრუნდება.