გრიგოლ ვაშაძე აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა. 17-18 თებერვალს გრიგოლ ვაშაძე სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაშინგტონში გრიგოლ ვაშაძის ვიზიტისას განიხილება რეგიონში არსებული ვითარება და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული საკითხები.