ქართული გამომცემლობა ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე

გამომცემლობა ”დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე

მარტის ბოლოს ბოლონიაში იმართება ტრადიციული საბავშვო წიგნის ბაზრობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა საბავშვო ლიტერატურის მოყვარულთათვის. ბოლონიის ბაზრობაზე მიწვეულია ქართული გამომცემლობა ”დიოგენე”, რომელიც იქ ქართულ საბავშვო წიგნებს წარადგენს. რამდენად რეალური შანსი აქვს საქართველოს, რომ უახლოეს მომავალში გახდეს ბოლონიის ბაზრობის საპატიო სტუმარი და რაც შეიძლება მეტი ქართული წიგნი ითარგმნოს უცხო ენებზე? რადიო თავისუფლება გამომცემლობა ”დიოგენეს” ხელმძღვანელს, თამარ ლებანიძეს გაესაუბრა.