ავღანეთში ავსტრალიელი ჯარისკაცი მოკლეს

მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად ავღანეთში ავსტრალიელი ჯარისკაცი და მისი თარჯიმანი დაიღუპნენ. შემთხვევა შაბათ საღამოს ურუზგანის პროვინციაში პატრულირებისას მოხდა. ავსტრალიის ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 23 ჯარისკაცამდე გაიზარდა. ქვეყანას, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ კოალიციაში, როგორც ნატოს არაწევრ სახელმწიფოს, ყველაზე ბევრი -1 500 ჯარისკაცი ჰყავს და კაოლიციის წამყვანი ქვეყნების ათეულში შედის.