კოსოვოს ახალმა პარლამენტმა ფიცი დადო

დღეს, არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ, კოსოვოს ახალი პარლამენტის წევრებმა ფიცი დადეს. დეპუტატებმა თავმჯდომარედ აირჩიეს იაკუპ კრასნიკი. ახლმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. მოელიან, რომ თანამდებობას შეინარჩუნებს ახლანდელი პრემიერი ჰაშიმ ტაჩი. მისი კოალიცია გეგმავს პრეზიდენტად ბეგჯეტ პაკოლი დაასახელოს. კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებული სერბიისგან დამოუკიდებლობა 70-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, მიუხედავად ბელგრადის წინააღმდეგობისა.