ახალ ზელანდიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ახალ ზელანდიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას მინიმუმ 65 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან ათობით ადამიანი ნანგრევების ქვეშ რჩება. მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით ექვს ბალს მიაღწია. ქალაქ კრაისტჩერჩში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრია, უამრავი შენობაა დანგრეული.