ლიბიის აღმოსავლეთი ოპოზიციის ხელშია

ლიბიის აღმოსავლეთს ოპოზიცია აკონტროლებს. ამის შესახებ იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები და ტელეკომპანია ”ბიბისი”. ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიში სამშაბათმა შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა თუმცა ქვეყანაში არეულობები კვლავინდებურად გრძელდება. სხვადასხვა მონაცემებით, შეტაკებებისას 300-დან 800-მდე ადამიანი დაიღუპა. ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდელ ფატაჰ იუნის ალ-აბიდი, რომელიც მუამარ კადაფის ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამებრძოლი იყო, გადადგომის შსახებ განაცხადა და ჯარსა და პოლიციას მოუწოდა აჯანყებულთა მხარეს გადასულიყო.