ინდოეთში საკვების გაძვირების წინააღმდეგ ათასობით პირი გამოდის

ინდოეთის დედაქალაქში ათი ათასობით ადამიანი შეუერთდა პროფესიული კავშირების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას, რომელიც საკვების ფასების ზრდის და უმუშევრობის წინააღმდეგ არის მიმართული. ინდო-აზიური საინფორმაციო სააგენტოს (IANS-ის) თანახმად, ქალაქის შემოგარენიდან პარლამენტისკენ მსვლელობაში მონაწილეობა 200,000-ზე მეტმა პირმა მიიღო, რასაც ქალაქის ცენტრში სამანქანო მოძრაობის შეფერხება მოჰყვა. სააგენტოს თანახმად, დემონსტრაციას სახელმწიფო უწყებების სულ მცირე 10,000 თანამშრომელი შეუერთდა. პოლიციის ინფორმაციით, წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ქალაქის ქუჩებში 2,000-ზე მეტი პოლიციელი მორიგეობდა.