”იმედთან” აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობები გააუვნებელყვეს

ტელეკომპანია ”იმედის” შენობის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია დღეს გაავრცელა საქართველოს შსს-მ. მისი განცხადებით, გასული წლის შემოდგომაზე მომხდარი ტერაქტების გამო, დეკემბერში დაკავებული გოგიტა არქანიას დამატებითი ჩვენების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ამჟამად ძებნილი ბორისოვისა და ცხადაიას დავალებით, მან შარშან ოქტომბერში ასაფეთქებელი მოწყობილობა საბრძოლო მდგომარეობაში დატოვა ტელეკომპანიის ტერიტორიაზე. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობები სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს თანამშრომლებმა გააუვნებელყვეს.