სტუმრად ჩვენს ეთერში: ლავრენტი ალანია

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ლავრენტი ალანია, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე. მან სამარშრუტო მძღოლების პროტესტზე ილაპარაკა - მან თქვა, რომ გაფიცვა და ბოლოდროინდელი მიტინგი ძირითადად სამარშრუტო ხაზების მფლობელების ორგანიზებულია და პროფკავშირები პროტესტის ოდნავ გვიან დაწყებას აპირებდნენ.