პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფალი საქართველო” საარჩევნო სისტემის შესაცვლელად დაწყებულ დიალოგში აზრს ვეღარ ხედავს და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში სახალხო რევოლუცია მოხდება. "ჩვენი გაზაფხულიც დადგება და "თავისუფალი საქართველო" იქნება სახალხო რევოლუციის ნაწილი" - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა კახა კუკავამ. მისივე შეფასებით, მთავარია საზოგადოებას და ოპოზიციას ჰქონდეთ ზუსტი სტრატეგია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროტესტით, "ეგვიპტური გზით" და არა საარჩევნო კოდექსზე დიალოგით.