ინტერპოლი გამოდის კადაფის წინააღმდეგ საგანგებო მოწოდებით

ინტერპოლი გამოდის საგანგებო მოწოდებით ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისა და კიდევ 15 ლიბიელის წინააღმდეგ. სიაში შედიან კადაფის ოჯახის წევრები და მასთან დაახლოებული პირები. ინტერპოლი თავის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ლიბიის წინააღმდეგ გაეროს სანქციების განხორციელებასა და კაცობრიობის წინააღმდეგ კადაფის მთავრობის სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აწარმოებს.