სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ნარმანია

ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ნარმანია

7 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ნარმანია, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საქართველოს პოზიციაზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხის მიმართ იმ საერთაშორისო კონტექსტში, რასაც ამავე საკითხის მიმართ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების დამოკიდებულება ქმნის. გასულ კვირაში თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით, გავრცელდა ცნობა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე საქართველო-რუსეთს შორის ორმხრივი ”განხილვის პროცესი დაიწყო”.