იაპონიას საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ჰყავს

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრად ტაკეაკი მაცუმოტო დაინიშნა. ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იუკიო ედანმა განაცხადა. 51 წლის მაცუმოტო ყოფილი ბანკირი. ის იაპონიის პირველი პრემიერ-მინისტრის შვილისშვილის შვილია. მან სეიძი მაეჰარა შეცვალა, რომელიც გასულ კვირას გადადგა სკანდალის გამო, რომელიც საარჩევნო კამპანიისას უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მიღებულ შემოწირულობებს შეეხებოდა.