დაგროვებაზე ორიენტირებული საპენსიო სისტემა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ქვეყანაში მინიმალური პენსია 100 ლარამდე გაიზრდება, მომავალი წლის პირველ ნახევარში კი საპენსიო პაკეტი 100 დოლარი იქნება. ეს მოხდება საპენსიო რეფორმის პარალელურად - აღნიშნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 მარტს, პენსიონერებთან შეხვედრისას. მსოფლიოში აპრობირებული რომელი საპენსიო სისტემის მოდელზე შეაჩერებს ყურადღებას საქართველოს მთავრობა და რამდენად ეფექტიანი იქნება ქვეყნისთვის ეს მოდელი - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიგი წერეთელს გაესაუბრა.