პარიზი და ლონდონი ლიბიაში ჩარევას არ გამორიცხავენ

საფრანგეთის პეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს განაცხადა, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი ემხრობია ჩარევას ლიბიაში, თუკი მუამარ კადაფი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს და საავაციაო ძალას გამოიყენებს. სარკოზიმ, რომელმაც ლიბიის კრიზისისადმი მიძრღვნილი ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე გააკეთა აღნიშნული განცხადება, ისიც დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მსგავსი ჩარევა „აბსოლუტურად თავდაცვითი“ უნდა იყოს. სარკოზიმ აღნიშან, რომ მსგავსი ჩარევა მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვითა და არაბული ლიგის მხარდამჭერით, ლიბიის ოპოზიციის თხოვნის შემდეგ განხორციელდება. გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა სამიტზე განაცხადა, რომ მოამარ კადაფი დაუყოვნებლად უნდა გადადგეს.