კარზაიმ ნატოს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ნატოს საერთაშორსო ძალებს მოუწოდა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში. ეს განცხადება მან გააკეთა საერთაშორისო ძალების მიერ მარტის დასაწყისში პროვინცია კუნარში შეცდომით მოკლული ბავშვების ნათესავებთან შეხვედრისას. კარზაის მრავალჯერ უთხოვია ნატოსთვის, თავიდან აეცილებინა სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი. გაეროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ავღანეთში სამოქალაქო მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი 15 პროცენტით გაიზარდა და სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია.