პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ნატოს ორი ტანკერი დაწვეს

პაკისტანის პოლიციის წარმომადგენლის, ზარიფ ქურდის თქმით, დღეს შეიარაღებულმა პირებმა ნატოს ორი ნავთობის ტანკერი დაწვეს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. მისი სიტყვებით, თავდასხმა მოხდა მაჩის რეგიონში, პროვინცია ბელუჯისტანის დედაქალაქ ყუეტიდან აღმოსავლეთით, 75 კილომეტრზე. ნავთობის ტანკერები, რომელთაც ავღანეთში ნატოს ჯარებისთვის მიჰქონდათ საწვავი, პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიდან ბელუჯისტანის გავლით მიემართებოდნენ სასაზღვრო ქლაქ ჩამანისკენ.