იემენში ათობით დემონსტრანტი დაიჭრა პოლიციასთან შეტაკებისას

დღეს იემენის დედაქალაქ სანაში ათობით დემონსტრანტი დაიჭრა პოლიციასთან შეტაკებისას. ქვეყნის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი, რომელიც იემენს 30 წლის განმავლობაში მართავს, უარს ამბობს გადადგომაზე, რასაც მანიფესტანტები მოითხოვენ. შაბათს ანტისამთავრობო მანიფესტაციის დროს უშიშროების ძალებმა ცეცხლი გახსნეს და მოკლეს ოთხი ადამიანი.