ბაჰრეინში ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს

ბაჰრეინში დღეს ხელისუფლებამ ოპოზიციის 6 ლიდერი დააკავა - მას შემდეგ, რაც წინა დღით დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე მომიტინგეთა ბანაკი დაშალა. მანამის ქუჩებს პოლიცია აკონტროლებს. შემოღებულია კომენდანტის საათი. ბაჰრეინის შიიტური ოპოზიციის აქციები თვეზე მეტია გრძელდება.