სააკაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ, მათ შორის გავლენიან სენატორ ჯო ლიბერმანთან, გაიმართა სენატის ლიდერებთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში.