პაკისტანში დაბომბეს თალიბანის ბანაკი

პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაიღუპა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად. თავდასხმა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მოეწყო. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, რაკეტები დაუშინეს თალიბანის ბანაკს დასახლება დატა ხელში, რომელიც ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარეობს.