კონგოში ავიაკატასტროფას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოს რესპუბლიკაში სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად. თვითმფრინავი, რომელიც კონგოს ერთ-ერთ კერძო ავიაკომპანიას ეკუთვნოდა ქალაქ პუან-ნუარის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დაინგრა.