პაკისტანში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

რამდენიმე საათის წინ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 20-მდე ადამიანი. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იყო დამონტაჟებული. ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, ტერორისტი პოლიციის შენობის აფეთქებას გეგმავდა. მათი თქმით, დაღუპულთა შორისაა ერთი ოფიცერი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.