სტამბოლში ნიკა გილაური რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდა

სტამბოლში გაიმართა საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. რეჯეპ ტაიპ ერდოანთან საუბრის შემდეგ, ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეხვედრისას განიხილებოდა ენერგეტიკული პროექტები და სარფის საბაჟოს ერობლივად მართვის საკითხი. გილაურის განცხადებით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მაისის ბოლოს ეწვევა.