აქციებზე კომენტარს არ აკეთებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ოპოზიციის ნაწილის მიერ საპროტესტო აქციების დაწყებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკომენტაროდ ტოვებს - ამის შესახებ თბილისში დღევანდელ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძის ცნობით, ამ კვირაში მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვან დროს დაუთმობს განათლების სისტემას და სერტიფიცირებული პედაგოგების პირველ ჯგუფს შეხვდება.