ჰომოფობია კლავს!

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი ეკა აღდგომელაშვილი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოშიც უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ დღეს ინტერნეტაქციებითა და სხვადასხვა ღონისძიებით შეხვდებიან. მართალია, ჰომოფობიის დონე ქართულ საზოგადოებაში არავის გაუზომავს (ამ საკითხზე კვლევა არ ჩატარებულა), უმცირესობათა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებული შიში და სიძულვილი საკმაოდ ხშირად აისახება მედიაში, ჩანს ინტერნეტსივრცეში, ყოველდღიურ ცხოვრებაში... ჰომოფობიაზე, როგორც პრობლემაზე საუბრობენ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი ეკა აღდგომელაშვილი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე. საუბარს ეკა ქევანიშვილი უძღვება.