ნებაყოფლობითი ვასალობა და პოლიტიკური ინფანტილიზმი

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი

შეიცვალა თუ არა საზოგადოების განწყობა ამერიკის მიმართ და პრორუსულობა არის თუ არა პროამერიკელობის საპირწონე? ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამ კითხვის პასუხად ამბობს, რომ სწორედ ამ პოლარიზებულ განწყობებზეა მორგებული პოლიტიკური განცხადებებით ბოლო დროს გააქტიურებული ”ქართული პარტიის” სტრატეგიაც - დასაყრდენი ეძებოს რეგიონებში, ანუ იქ, სადაც რუსული ნოსტალგია, მისი აზრით, მეტად იგრძნობა. ზაზა ფირალიშვილთან ინტერვიუ საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებსა და ამ პროცესების საგარეო ფაქტორებით მანიპულირების საკითხებს ეხება.