მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და პაკისტანის პრეზიდენტების შეხვედრა

მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და პაკისტანის პრეზიდენტების, დმიტრი მედვედევისა და ასიფ ალი ზარდარის შეხვედრა. კრემლის ინფორმაციით, დღის წესრიგის მთავარი თემება ტერორიზმთან ბრძოლა და ცენტრალური და სამხრეთი აზიიდან ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ მიმართული ზომები. განიხილავენ ასევე რუსეთის როლს გაზსადენის პროექტში, რომელიც თურქმენეთს დააკავშირებს ინდოეთთან, ავღანეთისა და პაკისტანის გავლით. რუსეთში ზარდარის ოთხდღიანი ვიზიტის ფონია მისი მთავრობის მიმართ კრიტიკა, რომელსაც შეერთებულ შტატებში გამოთქვამენ მას შემდეგ, რაც 1 მაისს პაკისტანში მოკლეს ალ ყაიდის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი, აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად. შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ბინ ლადენს მხარდამჭერთა ქსელი უნდა ჰყოლოდა პაკისტანში.