ცხინვალში ჩავიდნენ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ახალი რაუნდის მოსამზადებლად ცხინვალში ჩავიდნენ დისკუსიის თანათავმჯდომარეები, ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები პიერ მორელი, გედრიუს ჩეკუოლისი და ანტი ტურუნენი. ჟენევაში 7 ივნისს დაგეგმილი დისკუსიის ახალი რაუნდის წინ დიპლომატებმა კონსულტაცია გამართეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასთან. მანამდე, ამავე მიზნით, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები სოხუმში იმყოფებოდნენ.