კანის ფესტივალი დაიწყო

ოთხშაბათს კანის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. რიგით 64-ე ფესტივალი გახსნა ვუდი ალენის ფილმმა "შუაღამე პარიზში". ის კონკურსის გარეშე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საკონკურსო პროგრამას, ის წელს მართლაც შთამბეჭდავია. მთავარი პრიზის - "ოქროს პალმის" მოსაპოვებლად დაძაბულ კონკურენციას მოელიან. კანში რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი გიორგი გვახარია იმყოფება. მას მარიამ ჭიაურელი ტელეფონით დაუკავშირდა ფესტივალის გახსნის დღეს.