30 წლის წინ მოპოვებული გამარჯვება

ეროვნული სტადიონი ერთ-ერთი ბოლო თამაშის დროს, 2011 წელი

თბილისის "დინამოს" მიერ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მოპოვებიდან 30 წლი გავიდა. თბილისელ ფეხბურთის თაყვანისმცემლებთან ერთად ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის ფინალში 30 წლის წინ მოპოვებულ გამარჯვებას იზეიმებენ კიევიდან, მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან ჩამოსული ვეტერანი ფეხბურთელები და ჟურნალისტები. ამ საიუბილეო საღამოს ორგანიზატორი და მასპინძელი საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისია".