ქრისტიანებს და მაჰმადიანებს შორის შეტაკებისას ეგვიპტეში 50 პირი დაშავდა

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროს სამედიცო სამსახურის ოფიციალური პირების თანახმად, სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა ქალაქის ცენტრში ქრისტიან კოპტებსა და მაჰმადიანთა შორის შეტაკების შედეგად. შეტაკება მოჰყვა ინციდენტს, როცა ახალგაზრდა მაჰმადიანმა კაცმა სანადირო თოფი გამოიყენა კოპტების წინააღმდეგ, რომლებიც მჯდომარე, პროტეტს გამოხატავდნენ რელიგიური ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც გასულ კვირაში 15 ადამიანი მესხვერპლა.