დომინიკ სტროს-კანი ნიუ იორკის ”რაიკერს-აილენდის” ციხეში გადაჰყავთ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომინიკ სტროს-კანი წინასწარი დაკავების დაწესებულებიდან ნიუ იორკის ”რაიკერს-აილენდის” ციხეში გადაჰყავთ. ეს ციხე 1930 წლიდან არსებობს და იქ 11000-მდე პატიმარია. ორშაბათს მოსამართლემ უარი უთხრა სტროს-კანს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ის საფრანგეთს შეაფარებდა თავს, სადაც მასზე ამერიკული მართლმსაჯულება ვეღარ გავრცელდებოდა.