19 მაისს თბილისს ეწვევა ევროპარლამენტის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 19 მაისს თბილისს ეწვევა ევროპარლამენტის პრეზიდენტი ეჟი ბუზეკი, რომელიც უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ადმინისტრაციის ცნობითვე, ამ კვირაში საქართველოში დაგეგმილია ამერიკელი კონგრესმენებისა და შვეიცარიის პრეზიდენტის მიშელინ კალმი-რეის ვიზიტებიც.