რუსული „იანდექსის“ აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე

„იანდექსის“ აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე

„იანდექსი“, ცნობილი რუსული ინტერნეტის საძიებო სისტემა, საკუთარ აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გაიტანს. სავარაუდოდ, „იანდექსი“ აპირებს გაყიდოს 52.2 მილიონი აქცია, რომლის ღირებულება საშუალოდ 24 -25 დოლარი ეღირება.

რუსეთის უმსხვილესი ინტერნეტკომპანია და ყველაზე უფრო მეტი მომხმარებლის მქონე ვებსაიტი „იანდექსი“ აქციების პირველ აუქციონს, ეგრეთ წოდებულ IPO-ს, განახორციელებს. კომპანიამ, 2002 წლიდან მოყოლებული, საკმაოდ დიდი მოგება ნახა და მზად არის საკუთარი აქციების დიდი წილი, როგორც ზემოთ ითქვა, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გაიტანოს გასაყიდად. ანალოგიური მცდელობა „იანდექსის“ კომპანიის ხელმძღვანელობას ჰქონდა 2008 წელსაც, თუმცა წამოწყებას ხელი შეუშალა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. კომპანიის მესვეურები ვარაუდობენ, რომ „იანდექსის“ აქციათა გაყიდვა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც „გუგლის“ შემთხვევაში, რომლის მიერ გაყიდული აქციების მოგებამ 2004 წლიდან 1.67 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ „გუგლი“ მძლავრი საერთაშორისო კომპანიაა, ხოლო „იანდექსი“ - უფრო რეგიონალური მასშტაბის, მოსკოვში მცხოვრები ანალიტიკოსი კონსტანტინ ჩერნიშოვი მათ შორის ზოგიერთ მსგავსებაზეც საუბრობს:

„გარკვეული თვალსაზრისით, „იანდექსიც“, პირველ ყოვლისა, „საძიებო სისტემაა“ და შემოსავლის ძირითადი წყარო ეს არის რეკლამა - ონლაინ რეკლამა და კონტექსტუალური რეკლამა. „იანდექსი“ დანაზოგის თითქმის 90 პროცენტს ღებულობს კონტექსტუალური რეკლამიდან. აქედან გამომდინარე, შედარება სრულიად კანონზომიერია, ბიზნესის მასშტაბი კი, რა თქმა უნდა, განსხვავდება.“

რუსული „იანდექსის“ კამპანიის აქციებს ნასადკის საფონდო ბირჟის სიაში საკუთარი სიმბოლო ექნება YNDX. „როიტერის“ სააგენტომ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა განცხადება, რომ კომპანიის აქციები წინასწარ უკვე გაიყიდა და მისგან მიღებულმა მოგებამ 1,3 მილიარდი შეადგინა, რაც 19 პროცენტით მეტია, ვიდრე ვარაუდობდნენ. ეს პროგნოზი შესაძლოა არც იყოს გადაჭარბებული. ვებსაიტ „იანდექსის“ აქციების პირველ აუქციონამდე საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ბედი სცადა კიდევ ერთმა რუსულმა ინტერნეტკომპანიამ - „მეილ.რუმ“ (mail.ru). ეს მოხდა 2010 წლის ნოემბერში ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც კომპანიამ სარეკორდო რაოდენობის კაპიტალს - 912 მილიონ დოლარს -მოუყარა თავი.