სასამართლოში აქციის მონაწილეებს ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის მონაწილეების პროცესები მიმდინარეობს. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით პროცესები ღამით დაიწყო და ახლაც გრძელდება. როგორც ადვოკატებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ, უფარდებენ 400-ლარიან ჯარიმას, ხოლო იმათ მიმართ, ვინც დანაშაულს არ აღიარებენ, იყენებენ 30-დღიან პატიმრობას.