პაკისტანში თვითმკვლელმა 20-ზე მეტი ადამიანი დახოცა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ჰანგუში თვითმკვლელის მიერ აფეთქებულ ბომბს, სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა.
დახოცილებს შორის არიან ოფიცრები. პაკისტანის თალიბანის თქმით, მან მოაწყო აფეთქება. ამ ქვეყანაში აშშ-ის სპეცრაზმის მიერ ოსამა ბილ ლადენის მოკვლის შემდეგ, თავდასხმების რიცხვმა იმატა.