26 მაისს დაღუპულ პოლიციელს დღეს დაკრძალავენ

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაღუპულ პოლიციელს, ვლადიმერ მანსურაშვილს დღეს დაკრძალავენ. 32 წლის ვლადიმერ მანსურაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის სამართალდამცავ სისტემაში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. გარდაცვლილ პოლიციელს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანსურაშვილს ნინო ბურჯანაძის დაცვის კორტეჟმა გადაუარა და რამდენიმე მეტრი ათრია.