ირანმა და სომხეთმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე მოილაპარაკეს

ირანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ნავთობის, გაზის, ელექტროენერგიის სფეროებში, აგრეთვე, სავაჭრო და სამრეწველო ურთიერთკავშირების გაფართოებას. ირანის საინფორმაციო სამსახურების თანახმად, მემორუნდუმი თეირანში გაფორმდა და მას ხელი მოაწერეს სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა არმენ მოვსესიანმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ.