რუსეთმა და ნატომ დაიწყეს ერთობლივი ანტიტერორისტული საჰაერო წვრთნა

რუსეთმა და ნატომ დაიწყეს, გავრცელებული ინფორმაციით, უპრეცედენტო ერთობლივი საჰაერო წვრთნა, რომელიც ემსახურება მზადებას სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების შემთხვევისთვის. ნატოს განცხადებით, ხუთდღიან წვრთნაში, რომელიც უმეტესწილად პოლონეთის საჰაერო სივრცეში და შავ ზღვაზე მიმდინარეობს, მონაწილეობენ რუსეთის, პოლონეთისა და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტები. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, რუსეთისა და ნატოს საჰაერო ძალები პირველად ატარებენ ერთობლივ ანტიტერორისტულ მანევრებს.