ერაყში თავდასხმებმა 26 ადამიანი შეიწირა

ერაყში ძალადობის შედეგად დღეს 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები ცენტრალურ ერაყში იქნენ მოკლული. ამ განცხადებაში სხვა დეტალები არ მოჰყავთ. ქალაქ ტიკრიტში კი 17 ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულებს შორის არის უშიშროების უწყების ბევრი თანამშრომელი. იერიშების შესახებ იუწყებიან ბაღდადიდანაც. ადჰამიაში, რომელიც უმეტესწილად სუნიტებით დასახლებული უბანია, ერთი ჯარისკაცი და ორი შეიარაღებული პირი მოკლეს.