თბილისში მიწის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა

გუშინ, პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე, მიწის ჩამოშლის შედეგად, 76 წლის ქალი გარდაიცვალა. მიწის ჩამოშლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მეწყრის შედეგად ჩამოინგრა კაციტაძეების საცხოვრებელი სახლის უკანა მხარე. ალა კაციტაძე. გარდაიცვალა. მისი მეუღლე, გურამ კაციტაძე კი გადარჩა.