კიშინიოვში მანქანის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

კიშინიოვის ცენტრში დღეს ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა - მოლდავეთის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარე, იგორ ტურკანი. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, ავტომაქანა აფეთქდა, როცა ტურკანი ახალი გასული იყო ჩოგბურთის ფედერაციის შენობიდან. პოლიციის ცნობით, სხვა არავინ დაშავებულა. აფეთქების შესაძლო მიზეზზე ჯერ არაფერს ამბობენ.